როგორც ხედავთ ახალი შეკრეჭილი ვარ, „პარიკმახერი” შემოუშვეს ჩემთან ერთ დღეში – ივანიშვილის ბრძანებით კი, უკვე 5 კვირაა ჩემთან ექიმებს არ უშვებენ – მიხეილ სააკაშვილი

როგორც ხედავთ ახალი შეკრეჭილი ვარ, სტილისტი შემოუშვეს ჩემთან ერთ კვირაში – ივანიშვილის ბრძანებით კი, უკვე ხუთი კვირაა ჩემთან ექიმებს არ უშვებენ – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი ხდება ბიძინა ივანიშვილის მითითებით.

,,რამდენ ხანს ვიქნები ციხეში ეს არის დამოკიდებული თქვენზე. მე მინდა მივმართო ივანიშვილს. ვერ დაიმალები, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ შენ მართავ პროცესებს . მხედავთ, რომ ვარ ახალი შეკრეჭილი, გუშინწინ გამოვიძახე ციხეში სტილისტი, მოვიდა გუშინ ეს სტილისტი და გამკრიჭა. „პარიკმახერი” შემოუშვეს ერთ დღეში, ივანიშვილის ბრძანებით კი 5 კვირაა უკვე ჩემთან ექიმებს არ უშვებენ. იმ პირობებში, როდესაც მაქვს ძალიან სერიოზული სისუსტე, ალერგია და აქედან გამომდინარე ბევრი სხვა პრობლემა. შენ, ივანიშვილო ძალიან კარგად იცი, რომ ჩემი მდგომარეობა ყოველდღე უარესდება. ეს ყველაფერი ხდება შენი მითითებით. ვერავის ვერაფერს ვერ გადააბრალებ, ყველა შენსკენ გამოიშვერს ხელს” – განაცხადა სააკაშილმა.

ცნობისთვის, დღეს სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ბრალდებულმა ექსპრეზიდენტმა სასამართლო სხდომა უკვე დატოვა.