დიდი ბრიტანეთი უკრაინიდან ლტოლვილებს რუსი ოლიგარქების ჩამორთმეულ სახლებში განათავსებს

დიდი ბრიტანეთი რუს ოლიგარქებს ქონებას ჩამოართმევს, თუ ამის სამართლებრივი საფუძველი იქნება.

ვიცე-პრემიერმა დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ ეს ქონება შეიძლება გამოიყენონ უკრაინიდან ლტოლვილების დასაბინავებლად, წერს The Times .

„თუ ჩვენ გვექნება მტკიცებულებები და სამართლებრივი საფუძველი, ჩვენ ამას გავაკეთებთ”, – განუცხადა რააბმა LBC რადიო, როდესაც ჰკითხეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ ქონების კონფისკაციის შესაძლებლობის შესახებ.

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს ასეთი უძრავი ქონების გამოყენებას უკრაინელი ლტოლვილების განსათავსებლად, მან უპასუხა: “დიახ, აბსოლუტურად. ჩვენ ყველაფერს ყოვლისმომცველად განვიხილავთ”.