„რუსეთის აგრესიის დასასრულებლად უმარტივესი გზა ვლადიმერ პუტინის ფიზიკური ლიკვიდაციაა, მისი ახლობელი ადამიანის მიერ” – სენატორი ლინდსი გრემი

„რუსეთის აგრესიის დასასრულებლად უმარტივესი გზა ვლადიმერ პუტინის ფიზიკური ლიკვიდაციაა, მისი ახლობელი ადამიანის მიერ“, – ამის შესახებ ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

ამერიკელი კონგრესმენი რუსებს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ფიზიკური ლიკვიდაციისკენ მოუწოდებს, რადგან, მისი თქმით, ეს ერთადერთის საშუალებაა მიმდინარე სიტუაციის (რუსეთ-უკრაინის ომის) დასასრულებლად.

„არის რუსეთში ბრუტუსი? არის უფრო წარმატებული პოლკოვნიკი შტაუფენბერგი რუსულ ჯარში (გერმანელი სამხედრო, ჰიტლერზე მკვლელობის მცდელობის ორგანიზატორი)?

ერთადერთი გზა რითაც შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი, ამ ადამიანის მოშორებაა.

ქვეყნისა და მსოფლიოსთვის ეს დიდი სამსახურია“, – წერს კონგრესმენი.