“შემდეგი ოთხი წლის განმავლობაშიც საპარლამენტო პროცესი იქნება ასეთი აქტიური და სასარგებლო”

საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალკვაძის თქმით, 2017 წლის ბიუჯეტი არის განვითარებაზე, ფისკალურ მდგრადობაზე ორიენტირებული და ასეთია  სავალუტო ფონდის შეფასებაც, რომელიც უკვე გამოეხმაურა ბიუჯეტის ახალ პროექტს. მან ოპოზიციასაც მიმართა და დაუნტერესდა რას არ ეთანხმებიან ისინი.

-„არ ეთანხმებით განათლების რეფორმას, სივრცით მოწყობას, თუ ეკონომიკურ რეფორმას. მმართველობით რეფორმებს პირდაპირ ეთანხმებით, რადგან თქვენს მესიჯებში პირდაპირ ჩანს მოთხოვნა ამ რეფორმებზე. ამიტომ ეს არის ბიუჯეტში ასახული და ამას აუცილებლად ბოლომდე წარმატებით მივიყვანთ. ასევე, თქვენ ნახეთ დადასტურებული მაჩვენებლები, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი იზრდება. საინტერესოა მაშინ თქვენი კონტრარგუმენტი, რომ ეკონომიკა არის შეჩერებული, როგორ მუშაობს, თუ მთლიანი შიდაპროდუქტი იზრდება, თუ ინვესტიციები იზრდება, როგორ ხდება ეს ყველაფერი შეჩერებული ეკონომიკის ფონზე. რეალურად ეკონომიკა მუშაობს და კიდევ უფრო სწრაფად ამუშავდება 2017 და შემდგომ წლებში.

ჩვენ ვართ ძალიან აქტიური საპარლამენტო პროცესის მომსწრე, სწორედ ასეთი პარლამენტი აირჩია ხალხმა. გპირდებით, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაშიც საპარლამენტო პროცესი იქნება ასეთი აქტიური და სასარგებლო საზოგადოების ინტერესებისთვის“-განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარის დატოვება