„აქ ამბავი ატყდება…მღებრიშვილს წყალი შეუდგა…“

ზურაბ ჯაფარიძის არჩევანში გაკეთებულ განცხადებას -„საშინელებაში ვცხოვრობთ, ახლა ვუსმინო კიდევ ზღაპრებს იმაზე, რომ დაველოდოთ საგაზაფხულო სესიებს და მერე კიდევ დავაყენებთ ამ საკითხსო, არ ვაპირებ. მე პირადად ვიცი, რომ ვარღვევ კანონს და მემუქრება 8 წელი ან 12 წელი ციხე, ბოდიში და ფეხებზე მკიდია, ჩემთან ერთად არის კიდევ 500-მდე ადამიანი რომელიც ჩვენთან ერთად პლანს დათესავს, არის კიდევ 1500 ადამიანი, რომლებიც იძახიან, რომ მხარს დაგვიჭერენ, მოვიდნენ და დაგვიჭირონ ერთი, ვის დაიჭერენ” ლადო სადღობელაშვილი ეხმიანება და ამბობს, რომ „მღებრიშვილს წყალი შეუდგა“.

-„აქ ამბავი ატყდება დედა შვილს არ აიყვანს ხელში…
– არ დაიჭერს მინისტრი და თავის სიტყვას გატეხავს!
– დაიჭერს და ერთ თვეში დაემშვიდობება თანამდებობას (ისედაც დაემშვიდობა ისეთი პირი უჩანს)
… მოკლედ სერიოზული სანახაობის მომსწრენი გავხდებით ახალწლებზე,  ისე ესენი თუ პროვოკატორები არ არიან, ახალ წლებზე ვინ თესავს პლანს?
– ეს ვითარება დაკვეთას გავს!!! მღებრიშვილს წყალი შეუდგა…

კომენტარის დატოვება