„სალომე ზურაბიშვილით აღფრთოვანება გაუგებარია“ – გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია აცხადებს, რომ საზოგადოების ნაწილის მხრიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი გამოსვლებით აღფრთოვანება გაუგერბარია.

„თუ ქალბატონმა ზურაბიშვილმა მართლაც გადააფასა წარსულში მის მიერ დაკავებული უმძიმესი პოზიციები, როცა საქართველოს აბრალებდა ომის დაწყებას, როცა საკუთარი ქვეყნის მთავრობას აბრალებდა წითელუბნის დაბომბვას, რაც სინამდვილეში რუსეთმა გააკეთა, როცა ნატო-ს წვრთნებს აპროტესტებდა, ეს უნდა გვითხრას საზოგადოებას. მაშინ ეს რაღაც განაცხადი იქნება, თუ არადა, ეს გამოიყურება ისე, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ რეპუტაციაზე და ევროპის საზოგადოებრივ აზრზე ზრუნავს“, – განაცხადა გიგა ბოკერმიამ.

ასევე, ბოკერიას აზრით, პრეზიდენტი ბევრად უფრო თანმიმდევრულად და მკვეთრად უნდა დაუპირისპირდეს ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის „სამარცხვინო პოზიციებს“.

„მაშინ ჩავთვლი, რომ რაღაც ცვლილება მოხდა, მაგრამ მაშინაც რაღაც აღსაფრთოვანებელი არ არის ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას უჭერდეს მხარს და პუტინის აგრესიას გმობდეს. აღფრთოვანება კი არა, ეს მინიმალური ნორმალური პოზიცია უნდა იყოს“, –  განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ მუშაობს.