რუსეთთან მოლაპარაკებებში მონაწილე დენის კირეევი, რომელიც ღალატში იყო ეჭვმიტანილი, ლიკვიდირებულია – უკრაინული მედია

დენის კირეევი, რომელიც გომელში რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის წევრი იყო, ლიკვიდირებულია.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კირეევი ღალატში იყო ეჭვმიტანილი. სწორედ ამიტომ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მის დაკავებას ცდილობდა, თუმცა სავარაუდოდ, კირეევმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და სწორედ ამ დროს მოხდა მისი ლიკვიდაცია.