რუსეთმა აშშ-ს ამერიკელი ჰაკერი გადასცა

Bloomberg-ის ინფორმაციით რუსეთის ხელისუფლებამ ამერიკის მხარეს მოსკოვში დაკავებული ჰაკერი ჯოშუა აარონი გადასცა. მოლაპარაკება 7 თვეს გრძელდებოდა და მხოლოდ მიმდინარე კვირას მიიღო რუსეთის მხარემ ეს გადაწყვეტილება.

სააგენტოს ინფორმაციით, აარონი და მისი ჯგუფის წევრებიდადანასაულებულები არიან დაახლოებით 100 მილიონის მოპარვაში, მათი ხაკერული მაქინაციების სიაში მოექცა ბანკი JPMorgan Chase-ც. ამ ხაკერულ შეტევას „უოლ-სტრიტის ყველაზე მაშტაბური კიბერ-შეტევა უწოდეს“.

ჰაკერი აშშ-ში 14 დეკემბერს გაუშვეს.

აარონი რუსეთში 2015 წელს ჩავიდა, რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე ამერიკის ხელისუფლება დამნაშავედ გამოაცხადებდა. ერტი წლის შემდეგ კი ის მოსკოვში დააკავეს. მიმდინარე წლის ოქტომბერში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აარონმა რუსეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

კომენტარის დატოვება