მეუფე ნიკოლოზი – ,,სააკაშვილმა დღეიდან მარხვა დაიწყო”

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

მისივე თქმით, ექსპრეზიდენტმა მარხვა დაიწყო.

„სავარაუდოდ, როგორც ჩანს, კოვიდი გადაიტანა. უკვე გამოჯანმრთელებულია. დაიწყო მარხვა. მიუხედავად იმისა, რომ მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული, ეს ის თემა არ არის, რაშიც შეიძლება ჩავერიო. ეს პროტესტის ფორმაა. მიუხედავად ამისა, ის მარხვას დღეიდან იწყებს,“- ამბობს მეუფე ნიკოლოზი.