რუსეთში ბანკებიდან 10000 დოლარზე მეტს ვეღარ გაანაღდებენ

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა,  უცხოურ ვალუტაში თანხის განაღდებაზე შეზღუდვები დააწესა.

ამიერიდან რუსული ბანკების კლიენტებს საკუთარი ანგარიშებიდან მხოლოდ 10 000 დოლარის ფარგლებში შეეძლებათ ამერიკული კუპიურების გატანა, ამ თანხის ზემოთ დოლარი აღარ გაიცემა, თანხა რუბლში გადახურდავდება და კლიენეტს რუსული ვალუტის კუპიურებს მისცემენ.

შეზღუდვა ძალაში 9 სექტემბრამდე დარჩება. რუსულ ბანკებს, მათ შორის ცენტრალურ ბანკს, სანქციები რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დაედო.