,,რუსეთი რეცესიის წინაშე აღმოჩნდება” – საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი

„ჯერ ნაადრევია ომის და იმ მასშტაბური სანქციების შედეგები პროგნოზირება, რომელიც აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა რუსეთს დაუწესეს“,- ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელმა კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა.

მისივე თქმით, რეცესია არის ის შედეგი, რომელიც რუსეთის ეკონომიკას ელოდება.

გეორგიევამ Financial Times-ის მიერ გამართულ ფორუმზე განაცხადა, რომ ომმა შოკი მოახდინა მსოფლიო ეკონომიკაზე, რამაც გამოიწვია ენერგიისა და სურსათის ფასების ზრდა, ხოლო მილიონობით ადამიანი კი ლტოლვილად იქცა.

„წარმოუდგენელი სიბოროტეა რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმა“, – განაცხადა გეორგიევამ და დასძინა, რომ ტრაგიკული შედეგები აქვს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა საბჭომ 723 მილიონი დოლარის ოდენობის სესხებისა და გრანტების პაკეტი დაამტკიცა. აღნიშნული პაკეტი უკრაინის საბიუჯეტო მხარდაჭერას წარმოადგენს.