[ვიდეო] რუსულმა საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლის სამშობიარო და საავადმყოფო დაბომბეს

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლის სამშობიარო და საავადმყოფო დაბომბეს. ინფორმაცია უკრაინული მედიასაშუალებების მიერ ამ წუთებში ხდება ცნობილი.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაბომბვა თვითმფრინავებიდან განხორციელდა.

მათვე ცნობით, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა  სამშობიაროს  და საავადმყოფოს შენობებს ერთდროულად რამდენიმე რაკეტა ესროლეს. ნგრევა უზარმაზარია.

სამედიცინო დაწესებულების შენობა, სადაც ცოტა ხნის წინ ბავშვები იმყოფობოდნენ, მთლიანად დაინგრა.  დაზარალებული ბავშვების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.