ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ჩართულია ავარიული დიზელ-გენერატორები, რომლებსაც მხოლოდ 48 საათი შეუძლია მუშაობა, მათი გაჩერება რადიაციის გაჟონვას გარდაუვალს გახდის – დმიტრო კულება მსოფლიოს აფრთხილებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური რადიაციის გაჟონვის საშიშროების წინაშეა.

კულებას ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ კონტროლირებადი ატომური ელექტროსადგური დაზიანებულია და ელექტროენერგია არ მიეწოდება. სადგურზე ჩართულია ავარიული დიზელ-გენერატორები, რომლებსაც მხოლოდ 48 საათი შეუძლია მუშაობა.

„დაზიანებულია ერთიანი ელექტრო ქსელი, რომელიც კვებავს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს და მის ყველა ატომურ ობიექტს, რომელიც დაიპყრო რუსეთის არმიამ. ჩერნობილის ატომურმა ელექტროსადგურმა დაკარგა ელექტროენერგიის მიწოდება. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, სასწრაფოდ მოსთხოვოს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა და მიეცით საშუალება სარემონტო განყოფილებებს განაახლონ ელექტრომომარაგება“, – დაწერა კულებამ Twitter-ზე.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი Twitter-ზე წერს, თუ ჩერნობილში გაგრილების სისტემა შეჩერდება, რადიაციის გარდაუვალ გაჟოვნას გამოიწვევს.

„სარეზერვო დიზელის გენერატორებს 48- საათიანი სიმძლავრე აქვთ  ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურისთვის. ამის შემდეგ, დახარჯული ბირთვული საწვავის საწყობის გაგრილების სისტემები შეჩერდება, რაც რადიაციის გაჟონვას გარდაუვალს გახდის.

პუტინის ბარბაროსული ომი მთელ ევროპას საფრთხეში აყენებს. მან ეს სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს!,” – აცხადებს დმიტრო კულება.