„2012 წელს ჩვენ იმ ბიძინა ივანიშვილს კი არ დავუჭირეთ მხარი, რომელიც 2018-ში ბოდიშებს მოიხდიდა…“

პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი კახა ჭიჭინაძე ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებისადმი მიმართვას საჯაროდ ეხმიანება:

-„2012 წელს მე და ჩემმა ოჯახმა იმ ბიძინა ივანიშვილს კი არ დაუჭირა მხარი, რომელიც 2018 ში ბოდიშებს მოიხდიდა, არამედ იმ ბიძინას ვისაც 6 წლის თავზე პატივისცემით, სიყვარულით მადლობებს მოვუხდიდით.
რატომ გაატანეთ ეს პატივისცემა, იმედი და რწმენა ქარს?

სწორედაც ამ 6 წლის განმავლობაში არათუ გამოასწორეთ არამედ დაამძიმეთ ხალხის ყოფა. 6 წელია ანადგურებთ მამულს, ენას და სარწმუნოებას. ოცნების სახელით ებრძვით ზნეობას, ხელს უწყობთ ახალგაზრდების განარკომანებას ეგრეთწოდებული “მსუბუქი” ნარკოტიკის პროპაგანდით.
ხელისუფლება იქცა კრიმინალური აზროვნების კლანურ კარტელად, ხოლო კორუფციის
მაშტაბები შევარდნაძის დროს მიუახლოვდა.

არავითარი სახელმწიფო პოლიტიკა., არავითარი სტრატეგია ქვეყნის ღრმა კრიზიდიდან გამოსაყვანად.
მხოლოდ ფურცელზე დაწერილი წარმატების ფრიალი ვერაფერი ბედენაა, ასე ხომ ფურცელზე კომუნისტებიც ასრულებდნენ 5 წლედის პროგრამას.

მხოლოდ სიტყვების რახარუხი და ყბადაღებული დემოკრატიით აპელირება, უუფლებო დაუცველი მოქალაქეების კვლავაც ნაციონალური მოძრაობის დაბრუნებით საზოგადოების შანტაჟი.
1% არ იქნა შესრულებული იმ დაპირებებიდან, რომელსაც ასე უხვად გასცემდით და თქვენ პრეტენზია გაქვთ
რატომ არ გაიმარჯვა ოცნების “დამოუკიდებელმა” კანდიდატმა?

ან რა მასკარადი იყო ეს ვითომ დამოუკიდებელი ქალი კანდიდატის ახირება?

თქვენ არაერთხელ შეურაცხყავით საქართველოს მოქალაქეები თქვენი ახირებებით და გეგონათ ამასაც მორჩილად გადავყლაპავდით, მათ შორის თამარ მეფის შეურაცხყოფას.

სამწუხაროდ, თქვენი მართველობის ლიმიტი ამოწურულია”.

ივანიშვილის მიმართვა

იხ.

https://www.gmtv.ge/49860-2/