ზელენსკი რუს ჯარისკაცებს – ვიბრძოლებთ, ვიდრე არ დავიბრუნებთ ჩვენს მიწას და არ გადაგიხდით ყველა მოკლული ადამიანისთვის, მოკლული ბავშვებისთვის

რუსო ჯარისკაცებო! თქვენ გაქვთ გადარჩენის შანსი. ჩვენმა თითქმის ორკვირიანმა წინააღმდეგობამ გაჩვენათ, რომ არ დავნებდებით, იმიტომ, რომ ეს ჩვენი სახლია, ჩვენი ოჯახები და ბავშვები არიან! ჩვენ ვიბრძოლებთ, ვიდრე არ დავიბრუნებთ ჩვენს მიწას და არ გადაგიხდით ყველა მოკლული ადამიანისთვის, ჩვენი მოკლული ბავშვებისთვის., – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ოკუპანტებს რუსულ ენაზე.

უკრაინის პირველმა პირმა ასევე მოუწოდა რუს ჯარისკაცებს არ დაუჯერონ თავიანთ მეთაურებს და შეუძლიათ გადარჩნენ, თუ უბრალოდ წავლენ.

„თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ გადარჩეთ, თუ უბრალოდ წახვალთ. არ დაუჯეროთ თქვენ მეთაურებს, როდესაც ისინი გეუბნებიან, რომ თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ შანსი უკრაინაში. თქვენ აქ არაფერი გელით, გარდა ტყვეობისა და სიკვდილისა. თქვენ გვართმევთ ჩვენს სიცოცხლეს და სანაცვლოდ დატოვებთ თქვენსას. ჩვენ ვიცით, გვაქვს ინფორმაცია, რომ თქვენს მეთაურებს უკვე ყველაფერი ესმით. უნდა დასრულდეს ეს ომი. უნდა დავუბრუნდეთ მშვიდობას. წადით ჩვენი სახლებიდან, წადით თქვენთან,“- განაცხადა ზელენსკიმ.