კახა კალაძე – მიუხედავად გარკვეული პიროვნებების და პოლიტიკური პარტიების მცდელობისა, რომ დაძაბულობა შემოიტანონ, ქვეყანაში მშვიდობა და სიმშვიდე იქნება

მიუხედავად გარკვეული პიროვნებების და პოლიტიკური პარტიების მცდელობისა, რომ ქვეყანაში დაძაბულობა შემოიტანონ, ქვეყანაში მშვიდობა და სიმშვიდე იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, ,,ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.

,,საქართველოს საფრთხე არ ემუქრება. მინდა ყველა დავამშვიდო. მიუხედავად გარკვეული პიროვნებების და პოლიტიკური პარტიების მცდელობისა, რომ ქვეყანაში დაძაბულობა შემოიტანონ, ქვეყანაში მშვიდობა იქნება და სიმშვიდე. საქართველოს ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს”,- აღნიშნავს კალაძე.

ამასთან, კალაძე აღნიშნავს, რომ მისთვის მიუღებელია რუსეთის შეჭრა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე.

,,მე არაერთხელ გავაკეთე განცხადება, რომ მიუღებელია რუსეთის შეჭრა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე და საომარი მოქმედებების წარმოება, რაც ეწინააღმდეგება სამართლებრივ პრინციპს”,- განმარტავს კალაძე.