საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 970 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 29 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 12 645 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 970 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 7 294 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 15.58%

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 12 645 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 240 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 405 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 970 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 631 900-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 15.58%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 17.68% ხოლო 7 დღის მანძილზე – 15.09%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 7 294 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 578 178-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 485 პირი ემსხვერპლა.