უკრაინულმა არმიამ კიევთან ახლოს კონტრშეტევა განახორციელა, განადგურებულია 5 რუსული ტანკი

წუხელ უკრაინულმა არმიამ ღამით, კიევთან ახლოს კონტრშეტევა განახორციელა – როგორც BBC წერს, ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვადიმ დენისენკომ განაცხადა.

„კიევთან წუხელ რთული ღამე იყო, მაგრამ ჩვენ გავანადგურეთ 5 ტანკი. დილიდან კიევის დასავლეთით არტილერიული შეტევების ხმები ისმოდა, მიმდინარეობს ბრძოლები“ – განაცხადა დენისენკომ.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.