„თავისუფლების“ საფინალო ეტაპი” – ეპიცენტრი კარაკასთან

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა „თავისუფლების“ საფინალო ეტაპი დააანონსა. ვაშინგტონი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ვენესუელას გათავისუფლების ოპერაციას, რომლის დაწყების შესახებაც რამდენიმე საათის წინ ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ხუან გუაიდომ, გამოაცხადა.

ოპერაციის მიზანი ნიკოლას მადუროს რეჟიმის დასრულებაა.

მოვლენების ეპიცენტრი კარაკასთან ახლოს მდებარე სამხედრო ბაზაა, სადაც ხალხია შეკრებილი. მათ წინააღმდეგ კი უშიშროების ძალები ცრემლსადენ გაზს იყენებენ. თვითმხილველთა განცხადებით, ადგილზე პერიოდულად სროლის ხმაც ისმის.

ამ დროისთვის შეტაკებები სპეცრაზმსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის სამხედრო ბაზასთან, ასევე კარაკასის ქუჩებშიც მიმდინარეობს.