“აქტიურ მოქმედებებზე თუ არ გადავედით, რაც გვაქვს იმასაც დავკარგავთ!”

საზოგადოება “ივერიას” დამფუძნებელი, დიპლომატი გიგი კუბლაშვილი დავით გარეჯში შექმნილ მდგომარეობას ეხმიანება და ამბობს, რომ მოქმედება და რეაგირებაა საჭირო.

-“გარეჯის კომპლექსთან დაკავშირებით, მდგომარეობა იძაბება. სამოქალაქო საზოგადოება აქტიურობს, პარლამენტი (ჩუგოშვილი) ხელებს იბანს, ე.წ. აღმასრულებელი ხელისუფლება ჩამალულია, ის ,,ბრძენკაცი” კაცმა არ იცის სადაა.

ის ისტერიული ქალი ჯობია საერთოდ არ გამოჩნდეს, ძალიან სახიფათო ვითარებაში შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა. ხელისუფლება არ ჰყავს ქვეყანას, წითელი ხაზებს უკვე გადავაბიჯეთ, ყველა მიმართულებით. აქტიურ მოქმედებებზე თუ არ გადავედით, რაც გვაქვს იმასაც დავკარგავთ!”