„ვესაუბრეთ აზერბაიჯანელ მეგობრებს და გვითხრეს, რომ მიმოსვლა დროებით არის გახსნილი!..“

ირაკლი შიხიაშვილი თანამოაზრეებთან ერთად დავით გარეჯში იმყოფებოდა. მისი თქმით არ არის მოდუნების დრო და ერი უნდა გაერთიანდეს.

-ყველაზე დიდი სიწმინდის მიტაცებით გვემუქრება მეზობელი. ჩვენ ვესაუბრეთ აზერბაიჯანელ მეგობრებს და გვითხრეს, რომ ტერიტორია მხოლოდ დროებით არის გახსნილი და პრობლემა არსებობს ძალიან მწვავე!

-სადაო ტერიტორიებს ფაქტიურად აზერბაიჯანის მხარე აკონტროლებს! მოქმედების დროა!“

-დროულად უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ და საზოგადოება უნდა ვიყოთ მობილიზებული და ყურადღებით.

-ხელისუფლება უნდა გააქტიურდეს და გამოვიდეს ძილის მდგომარეობიდან!

ირაკლი შიხიაშვილი

-მოვილოცეთ გარეჯის სიწმინდეები! 6000 მოწამე ბერის ხსენების დღეს! ვნახეთ საქართველოს საზღვარი და გავიგეთ არსებული ნამდვილი ვითარება! სადაო ტერიტორიებზე დარჩენილია, ბერთუბანი, ჩიჩხვათი, ვერან გარეჯი! (ვიდეოზე კარგად ჩანს)
ხელისუფლება თუ ამ სიწმინდეებს დათმობს, მაშინ მას უფლება აღარ ექნება საქართველოს სახელით ილაპარაკოს! დროა ჩემო ქართველობავ გავერთიანდეთ! პირად ამბიციებზე მაღლა დავაყენოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, თორემ ხელში ჩაგვადნება სამშობლო! ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს საქარველო და ქართველი ერი!
ჩვენ ყველა ერთმანეთს ვჭირდებით!

https://www.facebook.com/irakli.shikhiashvili.7/videos/pcb.607620919649224/607619802982669/?type=3&theater