“ხელისუფლება გვიმალავს, მასმედია გვამშვიდებს, არადა მართლა განგაშია ასატეხი!”

პარტია „საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი 6000 დავით გარეჯელი ბერის ხსენების დღეს დავით გარეჯში იმყოფებოდა. მისი თქმით განგაშია ასატეხი და არ არის „მოდუნების დრო“

-დ ღეს 6000 დავით გარეჯელი ბერის ხსენების დღეა.
ჩვენ ამ ბერების შთამომავლები ვართ!

თუ მთელი ერი ერთად არ დავდექით დავით გარეჯს ურჯულოები დაეპატრონებიან! ჩვენ უკვე დავკარგეთ დავით გარეჯის ერთიან კომპლექსში შემავალი არა ერთი ეკლესია მონასტერი, რაზეც ხელისუფლებას ხმა არ ამოუღია.

არაა კარგად საქმე როგორც მასმედია გვაწყნარებს და გვამშვიდებს, განგაშია ასატეხი!

ხელისუფლება გვიმალავს და საზოგადოებას რეალურად არ გვამცნობს თუ რატომ ან რის საფუძველზე გადასცეს ქართული ტერიტორიები აზებაიჯანს და საქართველოს ტერიტორიაზე განათავსდა მათი შეიარაღებული სამხედრო დაჯგუფებები!

რუსმა განა სხვა რამ ჩაიდინი?

ქართული ტერიტორიების ოკუპირება რომ მოახდინა!