სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე პანდას მხარდაჭერას უცხადებს

მარიამ ახალკაცი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი, ფეისბუქის მიერ წაშლილ ყალბ ანგარიშებსა და დეზინფორმაციის გავრცელებასთან კავშირის მქონე სარეკლამო კომპანიას, პანდას მხარდაჭერას უცხადებს. პანდას მიმართ სოლიდარული პოსტი გოგაშვილმა ფეისბუქით გაავრცელა.

გოგაშვილი პანდას პირადი გამოცდილებით დახმარებასაც დაჰპირდება.

“პანდა თუ შეძლებს შეეჭიდოს ამ სიბინძურეს და დაამარცხებს ცილისმწამებელთა არმიას, ეს იქნება ქვეყნისთვის და ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი! წარმატებები ამ ახალგაზრდებს. მე თუ რამეში გამოვადგები, მთელს ჩემს რესურს და გამოცდილებას დავახმარებ მათ”, — წერს გოგაშვილი.