,,თუ იარაღით თავს დაესხმებიან ჩვენს სამხედროებს, ისინიც გახდებიან სამიზნეები” – პესკოვი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას იარაღის გამოყენების უფლებას აძლევს.

​პესკოვის თქმით, თუ უკრაინის მოქალაქეები თავს დაესხმებიან რუს სამხედროებს, აუცილებლად გახდებიან სამიზნეები.

,,თუ ვინმე იარაღით ხელში თავს დაესხმება ჩვენს სამხედროებს, რა თქმა უნდა, ისინიც გახდებიან სამიზნეები”, – ამბობს პესკოვი.