სერგეი ლავროვი – რაც შეეხება რუსეთის გეგმებს, დაიპყროს სხვა ქვეყნები, ჩვენ ასეთი გეგმები არ გვაქვს, ჩვენ უკრაინასაც არ დავსხმივართ თავს

„რაც შეეხება რუსეთის გეგმებს, დაიპყროს სხვა ქვეყნები, ჩვენ ასეთი გეგმები არ გვაქვს. ჩვენ უკრაინასაც არ დავსხმივართ თავს”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ანტალიაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, იყო სიტუაცია, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქადდა რუსეთის ფედერაციას. როგორც მანს დასძინა, შესაძლოა, დასავლეთი უკრაინაში ბიოლოგიურ იარაღს ქმნიდეს.

„ჩვენ ავხსენით, რომ დადგა მდგომარეობა, რომელიც რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა და მიუხედავად მრავალი ახსნა- განმარტებისა, კომენტარებისა, წინადადებისა, არავინ გვისმენს ჩვენ. და პრეზიდენტი პუტინი საუბრობდა მაგალითად დონბასის მოვლენებზე, მაგალითად, შეტევები სახალხო რესპუბლიკების წინააღმდეგ იგეგმებოდა.

პენტაგონის აქციები და ქმედებები ასევე აღსანიშნავია, რომ ბიოლოგიურ ლაბორატორიებში უკრაინაში, პათოგენებზე ექსპერიმენტები, რომელიც შეიძლება, გამოყენებულ იქნას ბიოლოგიური იაღარის შესაქმნელად. და ევროკავშირმა გააკეთა განცხადება, რომ იგივეს არ აკეთებს უკრაინაში და ჩვენ არ გვაკვირვებს ეს. რაც განაცხადეს გამომსვლელებმა გაერო-დან, რომ მათ არ აქვთ ამაზე ინფორმაცია, ესეც არაა გასაოცარი, რადგან ამერიკელებმა ეს გააკეთეს დახურულად, ცდილობდნენ, დაემალათ ეს აქტივობები. აღნიშნულს აკეთებდნენ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში და ჩინეთში ამას წლების განმავლობაში აკეთებდნენ. არსებობს ბიოლოგიური იარაღის კონვენცია, რომელიც გვთავაზობს, რომ ყველა ქვეყანა ანგრიშვალდებული უნდა იყოს იმ აქტივობებზე, რომელიც მიმდინარეობს საკუთარ ტერიტორიაზე და სხვა ვქეყანაში. მაგრამ ქვეყნებს, რომლებიც იარაღს აწვდიან უკრაინას, უნდა ესმოდეთ, რომ მათ პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ ქმედებებზე“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.