ვლადიმერ ჟირინოვსკი კომიდან გამოვიდა

რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ვლადიმერ ჟირინოვსკი კომიდან გამოვიდა და გონზეა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

შეგახსენებთ, რომ ჟირინოვსკი საავადმყოფოში 9 თებერვალს, კორონავირუსის ომიკრონის შტამით გამოწვეული გართულების გამო მოათავსეს.  მას კორონავირუსული დაავადების ფონზე ორმხრივი პნევმონია განუვითარდა. ექიმები ჟირინოვსკის მდგომარეობას მძიმედ აფასებენ.