ჩემი აზრით, საქართველოს მთავრობა მოქმედებს მკაფიოდ და აუცილებელი სიფრთხილით – გერმანიის ელჩი

“საქართველოს მთავრობა, ჩემის აზრით, მოქმედებს მკაფიოდ და აუცილებელი სიფრთხილით. საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებში ძალიან ნათლად გამოდის აგრესიის წინააღმდეგ, თავის დასავლელ პარტნიორებთან ერთად საქართველო იყო გაერო-ს რეზოლუციის ინიციატორი” – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა ​განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველო თავად იყო რუსული აგრესიის მსხვერპლი და კარგად შეუძლია უკრაინის სიტუაციის გაგება,

“ვხედავთ, რომ ასეთ ვითარებაში ყველა ქვეყნის მთავრობებს უხდებათ მძიმე გადაწყვეტილებები მიღება. საქართველოს მთავრობა, ჩემის აზრით, მოქმედებს მკაფიოდ და აუცილებელი სიფრთხილით. საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებში ძალიან ნათლად გამოდის აგრესიის წინააღმდეგ, თავის დასავლელ პარტნიორებთან ერთად საქართველო იყო გაერო-ს რეზოლუციის ინიციატორი. ვხედავთ, რომ საქართველო ბევრს აკეთებს უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად და მას მოუწევს კიდევ სხვა ამოცანების შესრულება. ვნახეთ, რომ დაიკეტა „ვითიბი ბანკი“. ეს იყო მნიშვნელოვანი და კარგი ღონისძიება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ევროკავშირის და აშშ-ს სანქციების გვერდის ავლა საქართველოს მეშვეობით და ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის“, – განაცხადა ქნირშმა.