ხარკოვში დაბომბვის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაინგრა – დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი

რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვში განხორციელებულ მორიგ ავიაიერიშს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჭურვები საცხოვრებელ სახლს დაეცა.

Unian-ის ცნობით, ცხედრები მაშველებმა ნანგრევებიდან ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს. დაღუპულებს შორის 2 ბავშვია – 12 და 14 წლის.

ხარკოვის ოლქის გუბერნატორის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, მხოლოდ 11 მარტს ხარკოვი ოკუპანტებმა 89-ჯერ დაბომბეს.