ირანი თავის მოქალაქეებს ურჩევს, დატოვონ უკრაინა

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს ურჩევს თავი შეიკავონ უკრაინაში მოგზაურობისგან – ამის შესახებ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი

„სამხედრო კონფლიქტის ესკალაციასთან და უკრაინაში გაზრდილ საფრთხესთან დაკავშირებით, ირანის ყველა მოქალაქეს კატეგორიულად ურჩევენ, თავი შეიკავონ ამ ქვეყანაში მოგზაურობისგან” – ნათქვამია განცხადებაში.

უწყება ასევე უკრაინაში მცხოვრებ ირანელებს მათი სიცოცხლისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად ქვეყნის დატოვებას ურჩევს.