რუსეთს სურს უკრაინის პრეზიდენტად ვიქტორ იანუკოვიჩი გამოაცხადოს, ის უკვე მინსკშია – უკრაინული მედია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინიდან გაქცეული ვიქტორ იანუკოვიჩი მინსკში გადაიყვანეს და მის ,,უკრაინის პრეზიდენტად” გამოცხადებას გეგმავენ. ინფორმაციას მედია დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, ბელარუსში შეეცდებიან გამოაცხადონ იანუკოვიჩი „უკრაინის პრეზიდენტად“.

„მიღებული ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ კრემლი შესაძლოა ამზადებს საინფორმაციო ოპერაციას ან მოქმედებას ყოფილი პრეზიდენტის უკრაინაში დასაბრუნებლად.” -ვკითხულობთ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, იანუკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა 2010 წლის 25 თებერვლიდან 2014 წლის 22 თებერვლამდე. ევრომაიდნის მოვლენების დროს ის რუსეთში გაიქცა