ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 64 300 ოკუპანტია განადგურებული

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 64 300 (+500) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24 თებერვლიდან 14 ოქტომბრამდე ასეთია:

ტანკები – 2 521 (+10), ჯავშანტექნიკა – 5 172 (+5), საარტილერიო სისტემები – 1566 (+10), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 362 (+5), საჰაერო თავდაცვის სისტემები – 186 (+3), თვითმფრინავი – 268 (+0), ვერტმფრენები – 240 (+6), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1199 (+17), ფრთოსანი რაკეტები – 316 (+0), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 16 (+0), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 944 (+9), სპეციალური ტექნიკა – 142 (+2). 

გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში ოკუპანტებმა ყველაზე დიდი დანაკარგი კრამატორსკის და ბახმუტის მიმართულებით განიცადეს.