,,ბუნკერებში გვყავს დაჭრილები და დაღუპულები, სანამ აქ ვართ, მარიუპოლი უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება” – აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე

აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე, კაპიტანი სვიატოსლავ პალამარი ამბობს, რომ აზოვსტალის მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე დაბომბვის შედეგად ბუნკერების ნაწილი განადგურებულია.

მისი თქმით, ბუნკერებში არიან დაჭრილი და დაღუპული ადამიანები.

,,აზოვსტალის ტერიტორიაზე პრაქტიკულად ყველა შენობა განადგურებულია. რუსები ყრიან მძიმე ბომბებს, რაც იწვევს ბუნკერების ჩამოშლას და უზარმაზარ ნგრევას. ჩვენ გვყავს დაჭრილები და დაღუპულები ბუნკერებში. ზოგიერთ მშვიდობიანი მოქალაქე რჩება ჩანგრეული შენობების ქვეშ. რაც შეეხება დანებებას მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოდ გამოსვლის სანაცვლოდ, იმედი მაქვს, ყველამ ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე – ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ რუსეთის ფედერაციის არცერთი გარანტია, არცერთი განცხადება არაფრად ღირს”, – ამბობს სვიატოსლავ პალამარი.