მჯერა, რომ 27-ვე ევროპული ქვეყანა მხარს დაუჭერს ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას – ზელენსკი

მჯერა, რომ 27-ვე ევროპული ქვეყანა მხარს დაუჭერს ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადის უნივერსიტეტების სტუდენტური საზოგადოებისადმი მიმართვისას განაცხადა.

,,მტკიცედ მჯერა, რომ ამ გადამწყვეტ დღეებში უკრაინა მიიღებს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსს. ამისთვის ჩვენ დიდი გზა გავიარეთ. ჩვენი ხალხი, ჩვენი რევოლუციები, ჩვენი ომი და ეს სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ეს არის გადასვლა ჩვენი ისტორიის კიდევ ერთ გვერდზე, ძალიან პოზიტიური გადასვლა. მჯერა, რომ 27-ვე ევროპული ქვეყანა მხარს დაუჭერს ჩვენთვის ამ სტატუსის მონიჭებას.” – აღნიშნავს ზელენსკი.