ოპოზიციას სერიოზულად აწუხებს სასამართლოსა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საკითხი – კონგრესმენი სისილინი

საქართველოში ვიზიტით მყოფი კონგრესმენი დევიდ სისილინი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს სერიოზულად აწუხებთ სასამართლოსა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საკითხი. ამის შესახებ მან ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრა ძალიან სასარგებლო იყო.

,,ძალიან სასარგებლო და საინტერესო შეხვედრა იყო. როგორც იცით, ოპოზიციის ლიდერებს სერიოზულად აწუხებთ სასამართლოსა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საკითხი ოპოზიციის წარმომადგენლებმა გაგვიზიარეს თავიანთი შეშფოთება ქვეყანაში არსებული ვითარების გამო, მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმებთან და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასთან დაკავშირებით. ჩვენ ამ საკითხებზე მრავალი წელია რაც ვმუშაობთ ქართველ ხალხთან ერთად და მნიშვნელოვანია, რომ ეს მუშაობა გაგრძელდეს”, – თქვა კონგრესმენმა დევიდ სისილინიმ.