მთელ ჩემს ცხოვრებას მოვახმარ დამნაშავეთა დასჯას, ამით ვიქნები დაკავებული ჩემს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, მოუწოდა საერთაშორისო სასამართლოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რაც შეიძლება მალე ჩავიდნენ ბუჩასა და კიევის ოლქის სხვა ქალაქებსა და სოფლებში, რათა მოაგროვონ მტკიცებულებათა საფუძველი რუსეთის სამხედროების მიერ ომის დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენის შესახებ.

„მოვუწოდე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მიავლინონ მათი მისიებს ბუჩასა და კიევის ოლქის სხვა განთავისუფლებულ ქალაქებსა და სოფლებში, რათა უკრაინელ სამართალდამცავებთან ერთად რაც შეიძლება გულმოდგინედ მოაგროვონ მტკიცებულება რუსეთის [სამხედროების] ომის დანაშაულის შესახებ,“ მოჰყავს კულებას სიტყვები, ნათქვამი Times UK radio-თან ინტერვიუში, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს.

უწყებამ უკვე გააგზავნა შესაბამისი განაცხადი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მტკიცებულებები გამოყენებული იქნება საერთაშორისო და უცხოურ სასამართლოებში, რათა პასუხისგებაში იქნან მიცემული ისინი, ვინც ეს სისასტიკე ჩაიდინეს.

,,ჩვენ კვლავაც ვაგროვებთ და ვეძებთ ცხედრებს, სათვალავი უკვე ასეულებზე ავიდა. გარდაცვლილთა ცხედრები ქუჩებშია. ისინი ხოცავდნენ მშვიდობიან ადამიანებს, რომლებიც ამ სოფლებში და ქალაქებში იყვნენ, და ასევე მათ, რომლებიც აქედან მიდიოდნენ”, თქვა კულებამ.

მან ასევე ისაუბრა რუსეთის არმიის მასობრივ დანაშაულებზე უკრაინაში, მათ შორის მკვლელობებზე, წამებებზე, ძარცვაზე, გაუპატიურებებზე: ,,შეუძლებელი იყო ამის წარმოდგენა XXI საუკუნეში, მაგრამ ეს ჩვენს თვალწინ ხდება“. რუსეთი [ექსტრემისტულ გაერთიანება] ,,ისლამურ სახელმწიფოზე” უარესია,” თქვა კულებამ. თუ ადრე ვამბობდი, რომ ყველა ღონეს ვიხმარდი დამნაშავეთა პასუხისგებაში მისაცემად, ახლა უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ამას მთელ ჩემს ცხოვრებას მოვახმარ. ამით ვიქნები დაკავებული ჩემს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, სანამ ყველანი არ აგებენ პასუხს”, – თქვა მინისტრმა