„ვერ შევეგუებით, რომ მკვლელი თავისუფლად დადიოდეს!..“

ქართული მხარე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე გიგა ოთხოზორიას მკვლელის, რაშიდ კანჯიოღლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას გააპროტესტებს და მის დასჯას მოითხოვს.

ქართული დელეგაცია უკვე ჟენევაშია. ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხვალ იწყება და ორ დღეს გაგრძელდება.

“ვერც ქართული მხარე და ვერც საერთაშორისო თანამეგობრობა ვერანაირად ვერ შეეგუება იმას, რომ მკვლელი, ასეთი არსებითი მტკიცებულებების შემთხვევაში, თავისუფლად დადიოდეს”, – აცხადებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი.