სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხების სუბსიდირებას

სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხების სუბსიდირებას ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც გადაწყვეტს წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის აღებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლის დროს ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობას კონკრეტული დეველოპერებისა და მშენებლებისთვის გეგმა უკვე შემუშავებული აქვს.

“ჩვენ უკვე შემუშავებული გვაქვს კონკრეტული გეგმა დეველოპერებისთვის და მშენებლებისთვის. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ კომპანიების დასახმარებლად. ეს არის იმ ჩვენი მოქალაქეების დახმარება, რომლებსაც ან გადაწყვეტილი აქვთ, რომ ბინა შეიძინონ და ცხოვრების პირობები გაიუმჯობესონ, ან უკვე ამ პროცესში შესულები არიან, უკვე გადაწყვეტილი აქვს ან პირველადი შენატანი აქვს გადახდილი, ან უკვე დაიწყო სამშენებლო კომპანიასთან მუშაობა და მათი ბინა სამშენებლო ეტაპზეა. ყველა ასეთი რისკი სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაზღვეული, აბსოლუტურად ყველა რისკი, დღეიდან და წლის ბოლომდე.

სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხების სუბსიდირებას ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც გადაწყვეტს წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის აღებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.