სიღნაღის მერის ცემის ფაქტი არ დასტურდება!..

“სამოქალაქო მოძრაობის” კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო გოგოლაშვილი უარყოფს სიღნაღის მერის ცემის ფაქტს და აცხადებს:

TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი -ს ეთერში გასულ სიუჟეტს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, მაგრამ ინფირმაცია ცემის შესახებ არ დასტურდება
როგორც ჩემი წყარო ამბობს ამბავი შემდეგშია გთავაზობთ ტექსტს უცვლელად:

-” რა სისულელეა. ბაჩუკა( გათავისუფლრბული მერის წარმომადგენელი) და ეგ (სიღნაღის მერი), ჯერ გასულ წელს შესპორდნენ, ბაჩუკას უთხრა》》 შენ ქართულ ოცნებას და ეკლესიას ხარ ამოფსრებულიო. ბაჩუკი და მისი ოჯახი მართლა ეკლესიურად ცხოვრობს. ბაჩუკიმ უთხრა გრცხვენოდეს მაგას, რომ მეუბნებიო. იმის მერე ამოიღო გოგიამ(სიღნაღის მერი გოგი გოგილაშვილი) თვალში ამოიღო ბაჩუკი და პირადულის გამო გაანთავისუფლა. .
რაც შეეხება მაღაროს გამგებელს, ისაც რაღაც საკითხზე შეეკამათა და მაგიტო გაანთავისუფლა ასხინკალაც( სიღნაღის საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნების თავჯდომარე) არის ჩართული მაგ უსამართლობაში. რადგან ასხინკალას(ვანო მირისნაშვილი) ნათესავს ყალბი ცნობა არ მისცა.
კორონა ვირუსის დროს, როცა აიკრძალა დღისითაც მანქანებით.გადაადგილება, სირ გოგიას ჩაუტარებია თათბირი და რწმუნებულებსთვის გამოუცხადებია: თქვენ ვეღარ იმოძრავებთო. მაღაროს რწმუნებულს, თენგიზ შაიშმელაშვილს უთქვია, რომ ბარემ ტელეფონებიც ჩამოგვართვითო. გოგიამ ამ სიტყვებზე უყვირა, გულში ჩაიდო და ასე გაუსწორდა, სამსახურიდან გაშვებით. სულ 5-6 თვე იქნება რაც თენგიზს ქალიშვილი გარდაეცვალა და ეს განთავისუფლების ამბავიც 6 მაისს გიორგობაზე დაარეკინა გოგიამ თავის ადმინისტრაციიდან და ასეთი სიურპრიზი გაუკეთა. ბოდბის რწმუნებული ანაგის ზაქროსავით გულგრილი კი არ იყო თავის სოფლისთვის, ის სულ ითხოვდა თავის სოფელში პრობლემების მოგვარებას. სასმელი წყლის მიწოდებაზე, რომ ექნებოდა რომელიმე უბანს პრობლემა. ამაზე საყვედურს რწმუნებული მერის წინაშე, რომ გამოხატავს, იმ ადამიანს უნდა მიაყენო ასეთი შეურაცხოფა? ეს რომ შერჩა გოგიას, იმიტომ გააკეთა მისი განთავისუფლება. სოფელი ფეხზე დგას.

თურმე სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული