„აშშ უკრაინის არასაფრენ ზონად გამოცხადებას არ აპირებს, ეს გამოიწვევს პოტენციურ ომს რუსეთთან“ – ჯენ ფსაკი

თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ აშშ უკრაინის არასაფრენ სივრცედ გამოცხადებას არ აპირებს. ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„კვლავ გავიმეორებ, მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტი ამ ნაბიჯის გადადგმისთვის მზად არ იყო და ჩვენ არ ვიყავით დაინტერესებული ამ საკითხით, არის ის, რომ არასაფრენი ზონა მოითხოვს მის ამოქმედებას. რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკულმა სამხედროებმა უნდა ჩამოაგდონ რუსული თვითმფრინავები და გამოიწვიონ პირდაპირი პოტენციური ომი რუსეთთან. ეს კი ზუსტად ის არის, რისი თავიდან არიდებაც გვინდა“, – განაცხადა ჯენ ფსაკიმ.