ხატია დეკანოიძე – საქართველოს სახელმწიფოს პოზიციას უკრაინასთან მიმართებით ახმოვანებს მხოლოდ პრეზიდენტი, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა განცხადებები არაადეკვატურია

საქართველოს სახელმწიფოს პოზიციას უკრაინასთან მიმართებით ახმოვანებს მხოლოდ პრეზიდენტი, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა განცხადებები არაადეკვატურია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ ხვალ გაიმართოს პლენარული სხდომა, სადაც წარდგება პრეზიდენტი.

„ბოლო დროს ვნახეთ, რომ საქართველოს სახელმწიფოს პოზიციას უკრაინასთან მიმართებით, რომელიც უნდა ჰქონდეს მოსახლეობას, ქვეყანას სტრატეგიული სახელმწიფოს მიმართ, რომელიც ურთულეს მდგომარეობაში ახმოვანებს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი. სამწუხაროდ, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა განცხადებები არის არაადეკვატური და ძალიან სამარცხვინო. ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ, გვაინტერესებს მისი ხედვა, დამოკიდებულება, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, ასევე რეფორმები, რომელიც უნდა გაგრძელდეს და მიშელის დოკუმენტის შეთანხმება ყველა მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენ, ოპოზიცია გავაკეთებთ ყველაფერს პროცედურულად და სამართლებრივად, რომ ხვალ გაიმართოს პლენარული სხდომა, სადაც წარდგება პრეზიდენტი,“ – განაცხადა დეკანოიძემ.