არესტოვიჩის თქმით, აზოვსტალში რუსეთის შტურმი მოიგერიეს

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი ამბობს, რომ აზოვსტალის ქარხანაში უკრაინულმა ძალებმა რუსული ჯარები მოიგერიეს.

“შეიძლება ითქვას, რომ ბრძოლა გრძელდება. დანარჩენი ინფორმაცია მოწმდება”, – თქვა არსეტოვიჩმა.

გარდა ამისა, იგი ამბობს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები გრძელდება.

უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ აზოვსტალის ქარხანაზე, სადაც უკრაინელი მებრძოლები და სამოქალაქო პირები არიან გამაგრებულნი, შტურმი მთელი ღამის განმავლობაშ გრძელდებოდა.