ვოლოდიმირ ზელენსკი – მრჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთი დასავლელი ლიდერი ამ ომს არ დაიჯერებს, ვიდრე ბომბი იმ კაფეში არ შეფრინდება, სადაც თავად ზის

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთი დასავლელი ლიდერი ამ ომს მანამ არ დაიჯერებს, ვიდრე ბომბი იმ კაფეში არ შეფრინდება, სადაც თავად ზის, თუმცა ცხადია, არავის და ევროპის არცერთ ქვეყანას არ ვუსურვებ ჩვენ მდგომარეობაში ყოფნას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, ზელენსკიმ  განმარტა, რომ ცის ჩაკეტვა ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემითაც შესაძლებელია, რომელიც უკრაინაში უნდა დაიდგას.

„ჩვენ მათთვის არ გვითხოვია, დაგვეხმარეთ ამით-თქო. ჩვენ ვუთხარით, რომ მზად ვართ, ანტისარაკეტო სისტემები შევიძინოთ, ბიუჯეტიდან თანხა გამოვყოთ, კრედიტი ავიღოთ და ვიყიდოთ,“ – განაცხადა ზელენსკიმ.