იაგო ხვიჩია – შთაბეჭდილება მრჩება, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრობა არ უნდა, მიზეზს ეძებს და ყველაფერს აკეთებს, რათა თანამდებობიდან გადააყენონ

შთაბეჭდილება მრჩება, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრობა არ უნდა, ეძებს მიზეზს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თანამდებობიდან გადააყენონ, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, „როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ ჯერ კადრი არ ჰყავს შერჩეული და ამიტომ არის კიდევ ქვეყნის პრემიერი და აგრძელებს იმას, რომ რამენაირად ამ თანამდებობაზე აღარ იყოს“.

„იმედია, ღარიბაშვილი ასე გააგრძელებს და „ქართული ოცნების“ შიგნით დაეხმარებიან. ჩვენი პრემიერის პოზიციით, საქართველო დღეს გულშემატკივრობს რუსეთის ფედერაციას რუსეთ-უკრაინის ომში, რაც კატასტროფაა, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ეს ომი რუსეთმა უკვე წააგო, უბრალოდ საქართველოს ხელისუფლებაში ამას ვერ ხედავენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.