მარიუპოლში აფეთქების შედეგად კიდევ ერთი ორსული გარდაიცვალა

მარიუპოლში ერთ-ერთი ორსული გარდაიცვალა, რომელიც რუსი დამპყრობლების ავიადარტყმის დროს სამშობიაროში იმყოფებოდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

როგორც „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ამბობს, ​ინფორმაცია დაადასტურა ფოტოგრაფმა ევგენი მალოლეტკამ, რომელმაც იმ დღეს შემთხვევის ადგილიდან ფოტორეპორტაჟი გააკეთა.

„პირველი ორსული გოგონა, მარიუპოლის მე-3 ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის ადგილიდან (სამშობიარო), რომელიც საკაცით გადაიყვანეს, არ გადარჩა“ – განაცხადა ჟურნალისტმა.

მანამდე, კიდევ ერთმა მშობიარმა ქალმა, რომელიც საავადმყოფოს დაბომბვის დროს დაზარალდა – მარიანა პოდგურსკაიამ – გოგონა გააჩინა.

შეგახსენებთ, რომ რუსები მარიანას ბრალს სდებდნენ, თითქოს ის არ მოხვედრილა დაბომბვის დროს საავადმყოფოში და იქ „უბრალოდ მოდელად სამუშაოდ“ მივიდა.