,,პუტინი მთელ მსოფლიოს ატყუებს, რომ აქ წვევამდელები არ არიან” – რუსი ოფიცერი

პუტინი მთელ მსოფლიოს ატყუებს, რომ აქ წვევამდელები არ არიან – ამის შესახებ რუსმა წვევამდელმა ოფიცერმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

,,62 ტანკიდან ბანაკში მხოლოდ 16 მოვიდა. მივხვდი, რომ ომი მართლაც მიდიოდა. სერიოზულად დანაკარგი გვქონდა.  გვამები ვნახე,  20 წლის ვარ და გვამები ვნახე, საშინელებაა. “- განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცმა.

ცნობისთვის, 9 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ყველა წვევამდელი უკვე გაყვანილია რუსეთის ტერიტორიაზე.