ფოთის საბავშვო თეატრი “არგო” გილოცავთ ბარბარობას! (ვიდეო)

ფოთის საბავშვო თეატრის “არგოს” პატარა მსახიობები და ხელმძღვანელი გუჯა ქარაია სრულიად საქართველოს ბარბარობას ულოცავენ!

პატარა მსახიობები სალომე ქარაია და ქრისტი გოგიშვილი „არგოს“ სახელით ბარბარობას ულოცავენ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას, კულტურის სამსახურს, ფოთის თეატრს და თეატრის ყველა ქომაგს, რომლებიც მათ დახმარებას და მხარდაჭერას უწევენ.

ჩვენც ვუერთდებით პატარებს და ყველას გილოცავთ ბავშვების დიდი მფარველის, წმინდა ბარბარეს დღესასწაულს.

 

კომენტარის დატოვება