უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად 40 000-ზე მეტი სირიელი ჩაეწერა

უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად 40 000-ზე მეტი სირიელი ჩაეწერა – ამის შესახებ  ინფორმაციას ,,The Kyiv Independent” სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ობსერვატორია იტყობინება, რომ რუსი დიქტატორის ვლადიმერ პუტინის მოწოდების შემდეგ, უცხოელი „მოხალისეები“ შეუერთდნენ რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში. მათივე ცნობით, 14 მარტის მდგომარეობით არც ერთ სირიელ მებრძოლს არ დაუტოვებია ქვეყანა.

ცნობისთვის, 24 თებერვლის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს.