„უკრაინაში მცირე ბიზნესის მინიმუმ 42%-მა შეწყვიტა ფუნქციონირება” – ევროპის ბიზნეს ასოციაცია

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინაში მცირე ბიზნესის მინიმუმ 42%-მა შეწყვიტა ფუნქციონირება.

ევროპის ბიზნეს ასოციაციის გამოკითხვის მიხედვით, 14 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში მცირე ბიზნესის 42%  დაიხურა, 31%-მა დროებით შეაჩერა მუშაობა და მხოლოდ 13%-მა შეძლო სრული, შეუზღუდავი მუშაობის გაგრძელება.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ გამოკითხულთა დაახლოებით  51% აპირებს გამოიყენოს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 220 დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარება.

ცნობისთვის, პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში საგადასახადო რეფორმის ფარგლებში, დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადი უქმდება და წესდება ბრუნვის 2%-იანი გადასახადი.

მცირე ბიზნესსა და მეწარმე ფიზიკურ პირებს ნებაყოფლობით, გადასახადის ერთიან სისტემას ექნებათ, ანუ თუ აქვთ გადაიხდიან.

ზელენსკის თქმით, უკრაინის კანონმდებლობის ფარგლებში მეწარმეებმა ბიზნესის ნორმალური ფუნქციონირება უნდა უზრუნველჰყონ.