„იყო და არა იყო რა – „ზედაზენის“ ზღაპრები” დაგაახლოვებთ თქვენს პატარებთან! აჩუქეთ სიყვარული!

როგორ გაჩნდა ლიმონათი დედამიწაზე? როგორია სიკეთის ჯადოსნური ძალა? და იქნებ, სამყარო ტელეფონების მიღმა, უფრო საინტერესოა? „იყო და არა იყო რა, დედამიწაზე იყო ბევრი ხილი, თუმცა არ იყო ლიმონათი, მაგრამ ნუ შეშინდებით, ეს ხომ ზღაპარია?! კეთილი დასასრული, ჯერ კიდევ, წინ არის“. „ლიმონათმა ზედაზენმა“ ბავშვებისთვის ახალი პროექტი, „ზედაზენის ზღაპრები დაიწყო.

პროექტი ემსახურება მეტი ქართულენოვანი მულტფილმის შექმნას, რომელშიც სიკეთეზე, მეგობრების გვერდში დგომაზე, მოხუცის დახმარებასა და სხვა ღირებულებებსა და მნიშვნელოვან საკითხებზეა აქცენტები. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ საინტერესო თავგადასავალში ჩავრთოთ მომხმარებელი „ზედაზენის“ ლიმონათთან ერთად, მშობლებს შევთავაზოთ მისაღები კონტენტი მათი პატარებისთვის და რაც მთავარია, გავამართლოთ მათი იმედები, – ინო მიშელაძე, „ზედაზენის“ ბრენდ მენეჯერი. 

პროექტის კრეატიული შესრულება ეკუთვნის სარეკლამო სააგენტო „მარშალს“, რომელიც არის როგორც სცენარის ავტორი, ასევე ტექნიკური შემსრულებელი. 

ვრცლად იხილეთ marketer.ge-ზე

გახსენით ლინკი

https://www.marketer.ge/zedazenis-zgaprebi-animacia/