რუსეთმა ჯო ბაიდენს და ენტონი ბლინკენს პერსონალური სანქციები დაუწესა

რუსეთის ფედერაციის მთავრობამ ამერიკის სანქციების საპასუხოდ აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს,  რუსეთში შესვლა აუკრძალა.  ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

პერსონალური სანქციები ასევე უწესდებათ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს, აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელ მარკ მილისა და აშშ-ის ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებს.